ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: GeoGPS
გამოქვეყნდა: 8 თებ / ბოლო ვადა: 8 მარ
"GeoGPS" -ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** GPS მოწყობილობების დიაგნოსტიკა/შეკეთება;
** გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
** GPS მოწყობილობების გეგმური და არაგეგმური პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მოხსენება (რეპორტი)
** ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა.
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სხვადასხვა მარკის სატრანსპორტო საშუალებების ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო მოწყობილობების ზედმიწევნითი ცოდნა. მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა.
** მეტად სასურველია პირადი მსუბუქი ავტომობილის ყოლა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სასურველია ელექტრო ტექნიკის შეკეთების გამოცდილება;
** ელექტროობის და ელექტრონული ტექნიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი და გამოცდილება;
** რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ქართული ენის (წერით, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა

სრული განაკვეთი:

ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა

შერჩეული კანდიდატი გაივლის 15 - დღიან საგამოცდო ვადას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr.geogps@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე