Робота для біженців з України
დაცვა/უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვა/უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი" აცხადებს ვაკანსიას დაცვა/უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები;

** სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა;
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 530 ლარი;
** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, წერეთლის გამზ:121.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ზოგადი განათლება;
** უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია/მოვალეობები:

** განახორციელოს ობიექტის დაცვა როგორც სამუშაოების მსვლელობისას, ასევე მათი შეჩერების ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადით;
** აკონტროლებს პირადად და უსაფრთხოების კამერების დახმარებით კოლეჯის შესასვლელებს, შენობის შიგნით და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვას;
** არკვევს უცხო პირთა კოლეჯის შენობაში შესვლის მიზეზს, მათი ვინაობას და აცნობებს შესაბამის პირებს;
** საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების მიზნით ზღუდავს ელ.ენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდებას, მხოლოდ იმდაგვარად, რომ მომდევნო დღეს სასწავლო პროცესის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იყოს ყველა საჭირო კომუნალური მომსახურების მიწოდება;
** შეისწავლის შენობას, საევაკუაციო გეგმასა და ელ. გაყვანილობას სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით;
** ამოწმებს ხანძარსაწინააღმდეგო დაფების დაკომპლექტებას საჭირო ინვენტარით და ცეცხლმაქრებით, მათი ვარგისიანობისა და შევსების დროს. აღნიშნულის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აწვდის დირექტორს;
** ამოწმებს შენობაში განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის აპარატურის ტექნიკურ გამართულობას;
** ხანძრის საშიშროების ან/და მისი გავრცელების შემთხვევაში იღებს ზომებს სახანძრო/სამაშველო სამსახურის გამოძახებისათვის, შენობაში მყოფი პირებისთვის
ევაკუაციისა და მისი წესების განმარტების (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში) ან/და უსაფრთხო ევაკუაციისათვის;
** შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს კოლეჯში მატერიალური ქონების, მაგრამ პირველ რიგში დოკუმენტაციის უსაფრთხო ადგილზე გადატანას;
** კოლეჯის ტერიტორიაზე მომხდარი რაიმე სახის ინციდენტის შესახებ კოლეჯის დირექტორის ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ორგანოების ჩართვის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 31.05.2024-მდე ელმისამართზე hr@college.dtmu.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე