Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იბისი თბილისი ორთაჭალა
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო "ibis Tbilisi Ortachala" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22

სასტუმროს შესყიდვების მენეჯერის ფუნქციები იქნება:

** სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** ნაშთებისა და მარაგების კონტროლი/მონიტორინგი;
** შესყიდვების გეგმის შემუშავება და მართვა;
** ბაზრის კვლევის და მომწოდებელთა ბაზების მართვა;
** პროექტებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავების პროცესის მართვა;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
** მოლაპარაკებების წარმოება ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან;
** იმპორტული საქონლის ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
** შერჩეული კანდიდატი, ასევე მხარს დაუჭერს კომპანიას შესყიდვების პრაქტიკისა და მიდგომების გაუმჯობესებაში და იმუშავებს, როგორც გუნდის წევრი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასტუმროს სფეროში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** ინგლისური - წერა/ზეპირი ძალიან კარგად.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სასტუმროს შესყიდვების მენეჯერი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე