Робота для біженців з України
დისტრიბუტორი - იმერეთი, სამეგრელო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: იბერი+
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
შპს "Iberi+" და "Iberipharma+" 1999 წლიდან მოღვაწეობს სააფთიაქო სივრცეში. კომპანიას აქვს საბითუმო ბაზა და მზარდი სააფთიაქო ქსელი, რომელიც მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს.

ფარმაცევტული კომპანია "იბერი+" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე, სამეგრელოში და იმერეთში.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა
** დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების წარმოების უნარი
** სწრაფი ათვისების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სხარტი აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ კადრს, ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: hr@iberiplus.ge

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დისტრიბუტორი".

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე