Робота для біженців з України
დღის მოლარე-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის მოლარე-რეგისტრატორი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი "ჯეო ჰოსპიტალსი" აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.

"ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას დღის მოლარე -რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალსის" თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

სამუშაო განაკვეთი: 8 საათი, კვირაში 5 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში ან გადამისამართება შესაბამის პირთან;
** პაციენტების ექიმთან ან სხვადასხვა ტიპის გამოკვლევაზე წინასწარ ჩაწერა და შიდა პროგრამაში ასახვა;
** შემოსული თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანა დადგენილი პერიოდულობის მიხედვით;
** პაციენტების მომსახურებასთან დაკავშირებული სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და არქივაცია/შენახვა შიდა პროცედურების გათვალისწინებით.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 მაისი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "თბილისი, დღის მოლარე-რეგისტრატორი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმომგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯეო ჰოსპიტალსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს "ჯეო ჰოსპიტალსს".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე