Робота для біженців з України
მძღოლი მომმარაგებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი მომმარაგებელი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი მომმარაგებლის პოზიციაზე, ბათუმში.

ძირითადი ფუნქციები:

საწყობის, ასევე შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის მენეჯერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო წვრილმანი შესყიდვების პროცესის წარმართვა ბაზრობებზე, საყოფაცხოვრებო მაღაზიებსა თუ სხვა რელევანტურ დაწესებულებებში

მოთხოვნები:

** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. სასურველია გამოცდილება მშენებლობის მიმართულებით
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** B, C კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა და ავტომობილის მართვა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება 1000 ლარი
** კორპორატიულ ნომერს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2024 წლის 09 ივნისის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანსი ფრივილიჯი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ.

მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანსი ფრივილიჯის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

** ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.

შპს "ალიანსი ფრივილიჯი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე