Робота для біженців з України
სერვისის კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის კონსულტანტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში და სამუშაოდ იწვევს ენერგიულ ახალგაზრდებს.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** სალაროსთან მუშაობა;
** ნაყინების გაყიდვა;
** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
** სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება სამუშაო ადგილას.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენი პირობები:

** სრულფასოვანი სტაჟირება (ანაზღაურებადი);
** მეგობრული გარემო;
** სწავლასთან მორგებული სამუშაო განრიგი;
** სტაბილური შემოსავალი+ბონუსები;
** განვითარება და კარიერული ზრდა;
** საღამოს ცვლაში კორპორატიული ტაქსით სარგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hrbatumi@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

შერჩევისას კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება, ხოლო მიღებული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე