Робота для біженців з України
ავტო სესხის ოფიცერი - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტო სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"მისო ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 29 ფილიალს და 300 ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ავტო სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული;

სამუშაო აღწერილობა:

** ავტო სესხის დამუშავება, განაცხადის ფორმის შევსება, კომიტეტზე წარდგენა, მომხმარებლისთვის გადაწყვეტილების გაცნობა;
** სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
** პოტენციური მომხმარებლისთვის ავტო სესხის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება, დაინტერესება;
** არსებული სასესხო პორტფელის მართვა და ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშგების და რეპორტის წარმოება ხელმძღვანელობასთან;
** ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს,
** უმაღლესი განათლებით ან/და ბიზნეს/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტს;
** ავტო სესხის ან/და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილებით;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel,) საბაზისო ცოდნით;
** ეფექტური გაყიდვებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარით;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანს;
** ორგანიზებულსა და მოწესრიგებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** კეთილგანწყობილსა და თავაზიანს.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge და სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 მაისი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე