Робота для біженців з України
საწყობის ამგროვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ამგროვებელი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.

სს "საქკაბელის" მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას საწყობის ამგროვებლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები/პასუხისმგებლობის საზღვრები:

პროდუქციის განთავსება - ფიზიკური სამუშაო:

** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დანიშნულებისამებრ გასაგზავნად მანქანების დატვირთვა
** ობიექტზე მანქანებით შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა და შესაბამისად დალაგება
** პროდუქციის დატვირთვისას მისი დადგენილი წესის შესაბამისად აღრიცხვა - პლანშეტით დასკანერება და პროგრამაში ატვირთვა

პროდუქციის რეალიზაცია-მომხმარებლის მომსახურება:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტის და სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ
** მომხმარებლისთვის წინასწარ განსაზღვრული, მაღალი სტანდარტის შესაბამისი მომსახურების გაწევა
** პროდუქციის რეალიზაციისას შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესების დაცვა

ბიზნესის განვითარება:

** არსებული კლიენტებისგან უკუკავშირის მიღება და ამის საფუძველზე მომსახურების სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება
** ახალი კლიენტების მოზიდვაზე, გაყიდვების გაზრდასა და მომსახურების სრულყოფაზე მუდმივი ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში ახალი იდეების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მინიმალური გამოცდილება:

** სასურველია დაცლა-დატვირთვაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** მაღალი მოტივაცია
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებასა და კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიულ ტრენინგებს (პროდუქციის ცოდნა და მომსახურების უნარები)
** კარიერულ ზრდასა და განვითარებას
** გუნდურ სამუშაო გარემოს და დამსახურების აღიარებას

სამუშაოს ლოკაცია: თბილისი, გუდაუთის 7
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი NET + თითოეული მანქანის დაცლაზე დამატებითი ანაზღაურება

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge ან დაგვირეკეთ 595 29 23 29. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ამგროვებელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge

თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე