Робота для біженців з України
დისტრიბუტორი - ზუგდიდი, ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: კორიდა
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
კომპანია "ნიკორა, "1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: https://www.nikora.ge/

შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე ზუგდიდში და ფოთში.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა (B და C კატეგორია);
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 10 ივნისამდე. გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 595381218.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ტესტირება;
3. გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე