Робота для біженців з України
მიღება-განთავსების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების მენეჯერი
მომწოდებელი: იბისი თბილისი ორთაჭალა
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, საერთაშორისო ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების მენეჯერის პოზიციაზე.

სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22

ძირითადი მოვალეობები:

** ზედამხედველობა გაუწიოს მიღება-განთავსების დეპარტამენტის შეუფერხებელ საქმიანობას;
** აკონტროლოს საოპერაციო საქმიანობის გამართულობა და შეინარჩუნოს მომსახურების მაღალი ხარისხი;
** დახმარება გაუწიოს მიღება-განთავსების თანამშრომლებს ოპერაციულ საქმიანობაში;
** Ჩაერთოს თანამშრომლების სამსახურში აყვანის პროცესში და უზრუნველყოს მათი დატრენინგება ბრენდის სტანდარტების მიხედვით;
** განსაზღვროს ტრეინინგების საჭიროებები და მონაწილეობა მიიღოს მიღება-განთავსების დეპარტამენტის ტრენინგების გეგმის შედგენაში;
** აკონტროლოს და პასუხისმგებლობა აიღოს ინდივიდუალური თუ ჯგუფური რეზერვაციების მიღებასა და დამუშავებაზე;
** უზრუნველყოს თანამშრომლების სამუშაო განრიგის შედგენა;
** სასტუმროს დატვირთულობის კონტროლი, ინფორმაციის მიწოდება შესაბამის დეპარტამენტებთან;
** უზრუნველყოს დეპარტამენტის საქმიანობა დადგენილი და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების (SOP) შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** შეასრულოს სხვა მოვალეობები გენერალური მენეჯერის დავალებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე, საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი
** MS Office-ის და სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე