Jobs.GE



დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 29 იან / ბოლო ვადა: 1 მარ

სადისტრიბუციო კომპანია - შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის/პრისელერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ფინანსური პასუხიმგებლობის უზრუნველსაყოფად, სავაჭრო ობიექტებიდან, რეალიზებული საქონლიდან მიღებული თანხების კომპანიის სალაროში შემოტანის გარანტია. (ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, უძრავი ქონება.)
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით - მინიმუმ 2 წელი სავალდებულოა;
** პრეტენდენტის ასაკი: 25-35 წელი
** თბილისის ქუჩების/მისამართების, ზედმიწევნით ცოდნა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული;
** გამოხატული კომუნიკაბელური თვისებები;
** ბუღალტრულ საბუთებთან მუშაობის გამოცდილება: ელექტრონული ზედნადები, სალაროს აპარატი;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა, B კატეგორია.

უფლება-მოვალეობები:

** წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება;
** საქონლის შეთავაზება სავაჭრო ობიექტებისთვის;
** სავაჭრო ობიექტისთვის ოპტიმალური შეკვეთის უზრუნველყოფა;
** თაროებზე განთავსებული საქონლის შესწორება და განთავსების მუდმივი კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების განთავსება პროდუქტებზე;
** საქონლის უკან დაბრუნება ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში;
** შემკვეთებისგან თანხების მიღება და სალაროს ჩეკის მიწოდება;
** პერიოდული სპეციალური დავალებების შესრულება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველად ინფორმაციის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr@kanti.ge და ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი