Робота для біженців з України
სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვეულის მიერ ელექტრონულად გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა;
** საჭიროების შემთხვევაში კლინიკიდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხარჯის ანაზღაურება;
** დაზღვეულებისათვის ინფორმაციის მიწოდება ანაზღაურებული ან/და დაუარებული თანხის, დაზღვევის პირობებისა და მომსახურების მიღების გზების შესახებ.

განათლება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (B1- B2) (საუბარი, წერა)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელფოსტაზე: career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სამედიცინო დოკუმენტაციის ანაზღაურების მენეჯერი"

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე