დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
წერტი
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
მაღაზიათა ქსელი "წერტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე პროდუქციის მიღება-აღრიცხვა;
** პროდუქციის დასაწყობება-შენახვა ასორტიმენტის მიხედვით;
** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (ტემპერატურული რეჟიმი, ტენიანობა, განლაგება, სისუფთავე და ა.შ.) და შესაბამისი აღნიშვნების წარმოება;
** საწყობში არსებული მარაგების კონტროლი, მათი მუდმივი აღრიცხვა;
** საწყობში სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე პროდუქციის გაცემა;
** საწყობში/საწყობიდან პროდუქციის მიღება-გაცემისას FIFO პრინციპის დაცვა;
** პროდუქციის ხარჯვის კონტროლი, მენეჯმენტთან შეთანხმებით;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი წინასწარ დადგენილი ფორმატის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საწყობში მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|