Робота для біженців з України
სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი მედდა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი მედდა
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

საერთაშორისო ინოვაციების ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა ქსელი - "მედი" აცხადებს ვაკანსიას სტომატოლოგიის განყოფილების უფროსი მედდის პოზიციაზე.

მდებარეობა - თბილისი;
ანაზღაურება - საათობრივი + დანამატი, თვიურად 1300-1400 ლარი net;
გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00-19:00 საათამდე;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ექიმის ასისტირება;
** სტომატოლოგიურ განყოფილებაში კაბინეტების სისუფთავის შემოწმება;
** კაბინეტების მასალებით და ინსტრუმენტებით მომარაგება;
** შეკვეთების გაკეთება, ნაშთების დათვლა კაბინეტებში და საჭირო მასალის შეკვეთა;
** სტომატოლოგიური დანადგარების ცოდნა;
** აპარატის ან სხვა ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** მედდების სამუშაო გრაფიკების შედგენა და განაწილება;
** ყოველი თვის ბოლოს მედდების ნამუშევარი საათების მიწოდება მთავარი მედდისთვის.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება;
** მედდის დიპლომი;
** სასურველია გამოცდილება.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საჩუქრები დაბადების დღეზე;
** მომხიბვლელი ფასდაკლებები პროცედურებზე;
** სასაჩუქრე ქულები კომპანიისგან წელიწადში 5 ჯერ.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 2024 წლის 1 ივნისამდე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@medi.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე