Робота для біженців з України
კონდიტერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონდიტერი
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი "სასტუმროების პროექტების მართვის" კომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს "დიალოგ კოხტა აპარტს"-ს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტრის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** რესტორნის მენიუში არსებული საკონდიტრო პროდუქციის ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
** დამზადებული პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და პრეზენტირების კონტროლი;
** საკონდიტრო პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** სეზონურად მენიუს განახლება, ახალი რეცეპტების და პრეზენტაციის შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ნედლეულისა და ნახევარფაბრიკატების აღწერის პროცესში ჩართულობა საჭიროების შესაბამისად;
** ნედლეულის დამუშავება, შენახვა სტანდარტების მიხედვით;
** საკვები ინგრედიენტების ხარისხის და შენახვის კონტროლი;
** პროდუქტების ვადების და ვარგისიანობის კონტროლი;
** სამზარეულოს ინვენტარის გამართულობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
** ჩამოსაწერი პროდუქციის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება.

სასურველი უნარები და თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** პროფესიული სერტიფიკატი ამავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე
** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კონდიტერი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე