Робота для біженців з України
ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი - აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორკინი საქართველო
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ორკინი საქართველო - აჭარის მუნიციპალიტეტში გეპატიჟებათ ახალი კარიერის გზაზე კომერციული მომსახურების, სანიტარიისა და სურსათის უვნებლობის ინდუსტრიაში.

"ორკინი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (მომავალში მარშრუტის მენეჯერი)

https://www.orkinglobal.com/
http://www.orkin.com/
http://www.orkin.ge/

დამსაქმებლის შესახებ: ორკინი საქართველო წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:

ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობა აჭარის მუნიციპალიტეტში;
გრაფიკი: სრული სტანდარტული განაკვეთი.

ანაზღაურება/პირობები:

** მომზადების და სწავლების პერიოდი (1-3 თვე): 500-დან 1000-მდე ლარი ხელზე თვეში
** მომზადების და სწავლების პერიოდის შემდეგ ხელფასი იწყება 800-1300 ლარის დიაპაზონში (ხელზე ასაღები);
** 1 წლის შემდეგ ხელფასი ხდება 1200-1600 ლარი ხელზე;
** 2 წლის თავზე დამაკმაყოფილებელი შედეგების გამოცდილ თანამშრომელს ხელზე ხელფასი გამოსდის საშუალოდ თვეში 1500-2000 ლარი;
** ხელფასის და ბენეფიტების განახლება ხდება ყოველ წელიწადს;
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტით, დაზღვევის პროგრამით და Fitpass-ით; ასევე სამსახური-სახლი სიარულისთვის სარგებლობს კომპანიის ავტომობილით და შესაბამისი საწვავით;

პერსპექტივა:

** ტექნიკურ სპეციალისტს ექნება საშუალება გაიაროს კომპანიაში კარიერული კიბე, გახდეს უფროსი სპეციალისტი მუშაობის დაწებიდან 12 თვის თავზე, შემდეგ მალევე გახდეს მარშრუტის მენეჯერი, 2-4 წლის პერსპექტივაში გახდეს სერვისის მენეჯერი ხოლო 4-5 წლის პერსპექტივაში გახდეს ფილიალის მენეჯერი;
** გეპატიჟებით კარიერულ გზაზე დარგში რომელიც ეხება კომერციულ მომსახურებას, შენობის მოვლა-პატრონობას, ჰიგიენა-სანიტარიისა და საზოგადო ჯანდაცვის უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობას, ეკოლოგიასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას;
** შექმენით ან განაახლეთ თქვენი რეზიუმე გლობალურ ბრენდთან, მის წარმომადგენელ კომპანიასთან და ამ კომპანიის ხელმძღვანელებთან და დამფუძნებლებთან ერთად;

ძირითადი მოვალეობები:

** ვემსახურებით (ჩვენი დამკვეთები არიან) კვების და სასმლის წარმოება, ფარმაცევტიკას, საავადმყოფოებს, სასტუმროებს და რესტორნებს, საწყობებს, კომერციული სამზარეულოებს, კვების საცალო ქსელებს, კომერციულ და საოფისე უძრავ ქონებას, საცხოვრის უძრავ ქონებას, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ინდუსტრიულ შენობა-ნაგებობებს და სხვა;
** დამკვეთის ობიექტის ინსპექტირება, შემოწმება, მონიტორინგი და ტექნიკური დამუშავება;
** ობიექტის (გარე და შიდა ტერიტორია) სპეციალური მასალების გამოყენებით დამუშავება (დერატიზაცია, დეზინსექცია და დაკავშირებული დეზინფექცია) და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** ქიმიური საშუალებების გამოყენება დანიშნულების და უსაფრთხოების ანოტაციის შესაბამისად;
** ზეპირი კონსულტაცია სანიტარიის, ჰიგიენის და შენობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით;
** გამოყოფილი ხელსაწყოების, აპარატის და სატრანსპორტო საშუალების მოვლა პატრონობა;
** ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება 60-დან 100-მდე ობიექტზე;
** დოკუმენტური მონაცემების წარმოება ობიექტებთან დაკავშირებით და გახარჯულ მასალა-მარაგებთან დაკავშირებით;
** საკუთარი მარშრუტის დაგეგმვა და კოორდინირება სერვისის მენეჯერთან და კომპანიის დირექტორთან;
** დამკვეთის სამართლიან პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე რეაგირება დამატებითი მომსახურების წარმოებით ან დაშვებული ხარვეზის მყისიერი გამოსწორებით;
** კომპანიაში სხვადასხვა სამსახურებთან თანამშრომლობა და კოორდინირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** სავალდებულოა ავტომანქანის ტარების უნარი (მართვის მოწმობა B კატეგორია) ან უახლოეს მომავალში მართვის მოწმობის მოპოვება;
** სასურველია უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული სასწავლებლის (გადამზადების კურსები);
** განწყობა, პიროვნული მახასიათებლები და სწორი მოლოდინები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საწყისი კვალიფიკაცია!
** განწყობით და განზრახვით პიროვნული ორიენტირი უნდა იყოს დამკვეთის კარგ მომსახურებაზე;
** ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია
** შრომის მოყვარე, ამოცანების მოგვარების მიმართ ძლიერი ინტერესი და მიზნის მიღწევის სურვილი;
** კანდიდატს უნდა უხაროდეს ცხოვრება და უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და გარკვეულ წილად ადამიანებთან ურთიერთობა;
** საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს;
** კანდიდატს უნდა შეეძლოს ყოველდღიურად პროფესიონალური შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
** აუცილებელია, რომ კანდიდატს გააჩნდეს დროის განცდა და უნარი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში;
** მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული, მოწესრიგებული, არ დაიზაროს დეტალების და რუტინის მოგვარება;
** სამუშაო მოითხოვს გარკვეულ წილად ნორმალურ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას
** სამუშაო მოითხოვს უნიფორმის ტარებას, აღჭურვილობის ტარებასა, დოკუმენტების თან ტარებას, ტელეფონით იმეილთან და სხვადასხვა app-ებთან მუშაობას

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV და რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ, subject-ში მიუთითოთ "ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი-მარნეული").

კითხვების შემთხვევაში სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 18 41 42.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე