Робота для біженців з України
ლაბორატორიის ქიმიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლაბორატორიის ქიმიკოსი
მომწოდებელი: ტრანფიბერ-სერვისი
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
კომპანია "ტრანფიბერ-სერვისი" (http://www.tranfiber-service.com) აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ქიმიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: დისევის ქუჩა #2, თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-17:00 სთ
კომპანია: ტრანსფორმატორებისა და ნავთობპროდუქტების საგამოცდო ლაბორატორია - შპს "ტრანფიბერ-სერვისი".
პოზიცია: ლაბორატორიის ქიმიკოსი (ნავთობპროდუქტების ელექტრო-ფიზიკური და ქიმიური ანალიზი, ქრომატოგრაფიული ანალიზი)
ანაზღაურება: ფიქსირებული, დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** რისკის, სიფრთხილის და უსაფრთხოების ნორმების დაცვა ქიმიურ ნივთიერებებთან მიმართებაში
** გაზური ქრომატოგრაფია
** კოლორომეტრია
** ნიმუშების მიღება, დამზადება, შენახვა და გატარება
** ელექტრო-ფიზიკური და ქიმიური ანალიზების ჩატარება ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით
** ახალი სტანდარტების მოძიება და დამუშავება
** ანალიზების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი და ანგარიშის სახით წარმოდგენა
** ლაბორატორიაში არსებული პროდუქციის, ინვენტარის და აპარატურის ინვენტარიზაცია
** ლაბორატორიის აღჭურვილობის დასუფთავება და მოფრთხილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრი / მაგისტრი
** აუცილებელია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ (მომიჯნავე) პოზიციაზე.
** ციფრული ლაბორატორიული აღჭურვილობის ცოდნა
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ფლობა (დონე B2)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Outlook, Word, Power Point)

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** გუნდურად მუშაობა
** დროის ეფექტურად მართვა

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** გრძელვადიანი თანამშრომლობას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** სხვადასხვა ბენეფიტებს (უფასო კვება, დაზღვევა (3 თვიანი საგამოცდო პერიოდის გადალახვის შემდეგ))

კონკურსის ეტაპები:

** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა
** გასაუბრება კომპანიის დირექტორთან
** საგამოცდო პერიოდის გადალახვა (3 თვე)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: tranfiberservice@yahoo.com და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ლაბორატორიის ქიმიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე