Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: FSG Post
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"FSG POST" პერსონალური და ონლაინ გამოწერილი ამანათების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და აზრის გადაცემის უნარი, სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული, ყურადღებიანი;
** MS Office პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Word, Excel, business.facebook.com)

ფუნქცია მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე, შესაბამისი რეაგირება;
** მომხმარებლის სრულყოფილი ინფორმირება;
** რეპორტების მომზადება;
** სოციალური მედიის არხებით მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** პრობლემის დროული და ოპერატიული იდენტიფიცირება;
** შემოსული ზარების შესახებ ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** ელექტრონული ფოსტის მართვა;
** ინფორმაციის მიწოდება/დაზუსტების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება.

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00-18:00; შაბათი: 10:00-14:00

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მეგობრულობა.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელფოსტაზე: webfsgpost@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქოლ ცენტრის ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე