Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი, პრისეილერი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, პრისეილერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა აცხადებს ვაკანსიას გურამიშვილის მარნის პროდუქციის გაყიდვების მენეჯერის, პრისელერის პოზიციაზე.

მდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პრისელერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება, კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** შეკვეთის გაფორმება
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** კლიენტებისთვის პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა და კონსულტაციის გაწევა
** კლიენტებისგან შეკვეთების მიღება და შემდგომი მონიტორინგი
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მათი მუდმივი განახლება და კონტროლი

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 1 ივნისი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება გურამიშვილის მარნის პროდუქციის გაყიდვების მენეჯერი, პრისეილერი რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე