Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ვეზირი

 
ვეზირი
შპს "ვეზირი" დაარსდა 1996 წელს, როგორც კავშირგაბმულობის სისტემების მომწოდებელი საქართველოს ბაზარზე. კომპანიამ საქმიანობა დაიწყო რადიოკავშირის სისტემების მიწოდებითა და მონტაჟით.

"ვეზირი" მუდმივად განვითარებისა და ზრდის პროცესში მყოფი ორგანიზაციაა. ის დღეისათვის ქართულ ბაზარზე ერთადერთია, რომელსაც საშუალება აქვს განახორციელოს რეალურად მასშტაბური და კომპლექსური პროექტები; ჰყავს მაღალკვალიფიციური ინჟინერთა გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული პროექტის დიზაინის შერჩევას და განხორციელებას, მომხმარებლის მოთხოვნისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. კომპანიის მიერ პროდუქტის დანერგვა ხდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წინასწარ შემუშავებული და მომხმარებელთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით.

ამჟამად კომპანია ლიდერია სატელეკომუნიკაციო და უსაფრთხოების სისტემების ინტეგრაციის სფეროში. ის მომხმარებელს აწვდის საიმედო, უახლესი ტექნოლოგიის მოწყობილობებს და მაღალხარისხიან მომახურებას. ვეზირის მიერ პროექტების მაღალ დონეზე განხორციელება განპირობებულია იმით, რომ კომპანია თავის მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციას და უზრუნველყოფს მათ მაღალკვალიფიციურ ინსტალაციას. "ვეზირის" ოფიციალური ბიზნეს პარტნიორები არიან: "GE Security", "Alcatel-Lucent", "Axis Communications", "Cisco", "Cieffe", "Avaya" და სხვა.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.veziri.ge/
 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ტექნიკოსი ხელფასიანი ვეზირი ვეზირი 01 მაისი 31 მაისი
გადაიტანე Facebook-ზე