სასერტიფიკატო პროგრამა - CP in Business
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა - CP in Business
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 იან / ბოლო ვადა: 4 თებ
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას - "CP in Business".

პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს ბიზნესის მართვისა და ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიკური ცოდნა და შესძინოს ამ მიმართულებით საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამის შესწავლის შედეგად მსმენელები შეძლებენ განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა უკეთ შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება, პრობლემების გადაჭრა და დასახული ამოცანების შესრულება.

პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

მოდული #1. მარკეტინგი.

მოდულის თემატიკა:

** რა არის მარკეტინგი, მისი როლი და მნიშვნელობა კომპანიებისათვის
** სეგმენტაცია/მიზნობრივი ბაზარი/პოზიციონირება
** მარკეტინგული მიქსი
** მარკეტინგული კვლევა
** ახალი პროდუქტის განვითარება
** ბრენდინგი
** მომსახურების მარკეტინგი - GAP ანალიზი
** ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია
** SWOT vs. TOWS ანალიზი
** პიროვნების მარკეტინგი და ბრენდინგი
** კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლი მარკეტინგში და Cause მარკეტინგი
** სოციალური მედია

ტრენერი: ელენე ჯღარკავა - კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი
ხანგრძლივობა: 24 საათი (8 შეხვედრა)

მოდული #2 ციფრული მარკეტინგი

მოდულის თემატიკა:

1. რა არის ციფრული მარკეტინგი? შესავალი ციფრულ მარკეტინგში
2. რატომ და როგორ არ გვასვენებენ რეკლამები ინტერნეტში?
3. გვაქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია მომხმარებლების შესახებ?
4. როგორ ვიყოთ მომხმარებლებთან ყველგან და ყოველთვის ისე, რომ ვერც კი შეგვამჩნიონ?
5. ციფრული მარკეტინგული კამპანიის სტრატეგიული დაგეგმვა, განხორციელების მეთოდების
6. და პლატფორმების შერჩევა
7. Google AdWords-ის მიმოხილვა

როგორ მუშაობს აუქციონი?

** Quality score
** Ad Rank

კამპანიები

** პარამეტრების დაყენება
** აუქციონის პარამეტრები
** კამპანიის პარამეტრები: ad scheduling, ad delivery.

როგორ შევქმნათ ჩვენი პირველი რეკლამა Google AdWords-ში

** Keyword Planner
** Match Types
** რეკლამის შექმნა

ოპტიმიზაცია

** Auction insights
** კამპანიების ოპტიმიზაცია
** რეკლამის ოპტიმიზაცია

Facebook და Instagram პლატფორმების მიმოხილვა

** რეკლამის ტიპები
** Campaigns - მარკეტინგული მიზნები
** Ad sets - მიზნობრივი სეგმენტის შერჩევა, აუქციონი, ბიუჯეტირება
** რა ღირს რეკლამა?
** A/B ტესტირება
** A/B ტესტირება - Post engagement
** A/B ტესტირება - conversion ads

Engagement

** როგორ გავზომოთ ჩართულობის სხვადასხვა მაჩვენებლები?
** რა არის PTA?
** რა ფორმატის კონტენტი მუშაობს ყველაზე კარგად?

უკეთესი მასალები რეკლამისთვის

** ტექსტები
** როგორ შევქმნათ შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალა
** რა სახის რეკლამა მუშაობს ყველაზე კარგად?

რეპორტინგი და ანალიტიკა

** ინფორმაციის მოპოვების და დამუშავების პროცესი
** Google Analytics
** Facebook Insights
** Audience Insights
** რეპორტინგის პლატფორმების მიმოხილვა
** კამპანიის შეფასების პარამეტრები (KPIs)

ტრენერი: გიორგი ბერეჩიკიძე - "elliot-webber"-ის ანალიტიკის დირექტორი
ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

მოდული #3 მოლაპარაკების ხელოვნება

მოდულის თემატიკა:

** მოლაპარაკების წარმოებისათვის საჭირო ქვეკონტექსტის ანალიზი
** მოლაპარაკების დაგეგვა და მოლაპარაკების ტექნიკები
** მოლაპარაკების დროს ღირებულების შექმნისა და განაწილების მექანიზმები
** განსხვავებულ გარემოში დასახული სტრატეგიისა და ტაქტიკის განხორციელება
** მრავალმხრივი ინტერესების ანალიზი და დაცვა მოლაპარაკების პროცესის დროს

ტრენერი: პაატა ბრეკაშვილი - კავკასიის სადოქტორო სკოლის დეკანი
ხანგრძლივობა: 9 საათი (3 შეხვედრა)

მოდული #4 : ინოვაციური ტურიზმი

1. ინოვაციური ტექნოლოგიები და ტურიზმი

** ვირტუალური რეალობა (VR)
** დამატებითი რეალობა (AR)
** დროში მოგზაურობა
** ჰოლოგრამების გამოყენება

2. სათავგადასავლო ტურიზმი
3. იდეების გენერირება, ღირებულების შეთავაზება და პროდუქტის განვითარება
4. ვორკშოპი - უნიკალური ღირებულების შეთავაზება ტურიზმში

ტრენერები:

** რუსუდან ჩაჩანიძე - მეწარმეობის განვითარების ცენტრის დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტი
** ლუკა კაკაბაძე - სტარტაპ აქსელერატორის C10-ის მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტი

ხანგრძლივობა: 8 საათი

განრიგი:

** ხანგრძლივობა: 1,5 თვე
** დაწყების თარიღი: 4 თებერვალი
** ტრენინგის დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
** ჩატარების დრო: 19:00-22:00 სთ

კურსის საფასური და რეგისტრაცია:

ღირებულება: 950 ლარი
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
გაიარეთ ონლაინ რეგისტაცია
ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე