კურსი - შექმენი შენი პერსონალური ბრენდი
 
ყველა ტრენინგი ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - შექმენი შენი პერსონალური ბრენდი
მომწოდებელი: კერძო ტრენერი
გამოქვეყნდა: 23 იან / განახლდა: 30 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
შექმენი შენი პერსონალური ბრენდი

ტრენინგი განკუთვნილია:

** სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნდათ გამოირჩეოდნენ დასაქმების ბაზარზე;
** პროფესიონალებისთვის, რომლებსაც უნდათ კარიერული წინსვლა;
** ფრილანსერებისთვის, რომლებიც საკუთარ მომსახურებას ყიდიან და უნდათ ნდობის და ცნობადობის მოპოვება;
** ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უნდა იყოს გამორჩეული და მიაღწიოს უფრო მეტს ცხოვრებაში პერსონალური ბრენდის შექმნის გააზრებული და თანმიმდევრული სტრატეგიით.

ტრენინგის მიზანი:

** დაეხმაროს ტრენინგის მონაწილეებს იპოვონ საკუთარი მოწოდება და შექმნან პერსონალური ბრენდის იდენტობა ;
** დაეხმაროს ტრენინგის მონაწილეებს განსაზღვრონ პერსონალური ბრენდის იმიჯის მიზნები და კომპონენტები;
** დაეხმაროს ტრენინგის მონაწილეებს შექმნან პერსონალური ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგია როგორც პირისპირ ურთიერთობისას, ასევე - ონლაინ მედიის საშუალებით;
** დაეხმაროს ტრენინგის მონაწილეებს გაიუმჯობესონ საკომუნიკაციო უნარები და ცოდნა როგორც პირისპირ ასევე ონლაინ მედია კომუნიკაციის დროს.

ტრენინგის შედეგები:

ტრენინგი გათვლილია პრაქტიკულ შედეგებზე. ტრენინგის დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს ექნება ჩამოყალიბებული პერსონალური ბრენდის მართვის სტრატეგია. მონაწილეები სტრატეგიას წარადგენენ პრეზენტაციის სახით ბოლო შეხვედრაზე, სადაც გადაეცემათ სერთიფიკატები.

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

მარიკა მჭედლიძე

** მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, საკონსულტაციო კომპანია Profit lab-ის დამფუძნებელი;
** სერთიფიცირებული მარკეტერი ამერიკის მარკეტინგის ასოციაციის მიერ;
** სერთიფიცირებული ტრენერი Headvise-ს მიერ;
** ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (მადრიდის კარლოს მე-3 სახელობის უნივერსიტეტი)
*** მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით საბანკო სექტორში
** ლექტორი სხვადასხვა უნივერისტეტში
** ბლოგერი

24 თებერვალი 14:00-19:00
25 თებერვალი 14:00-19:00
3 მარტი 12:00-17:00

სწავლის საფასური: 15 თებერვლამდე - 200 ლარი, 20 თებერვლამდე - 250 ლარი.

ტრენინგი ჩატარდება დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრში, პ. იაშვილის ქუჩა 22 (ლადო ასათიანის ქუჩის კუთხე).
ტრენინგის მონაწილეებზე გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრის მიერ.

სასერტიფიკატო ტრენინგით დაინტერესებულმა პირებმა, შეავსეთ მოცემული ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1Vg2pp-pBAM9M9WGicuaY1QoWLXGIEwh8Miwa-Xsg4U8/viewform?edit_requested=true

დამატებითი შეკითხვებით დაგვიკავშირდით: 2920336; 555 43 33 43
 
ყველა ტრენინგი ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე