სასტუმროს ადმინისტრატორი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი - ბაკურიანი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 7 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
სასტუმროების ქსელი "კრისტალი" აერთიანებს 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვილების კომპლექსებს, სპა ცენტრს ბაკურიანში.

"კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტულობით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე.

სასტუმრო "კრისტალი" 4* აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ.

მდებარეობა: ბაკურიანი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 35 წლამდე.
** სქესი: არ არის შეზღუდული
** უცხო ენების ცოდნა: რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენის ცოდან ჩაითვლება უპირატესობად)
** განათლება: უმაღლესი სრული ან არასრული.
** საოფისე პროგრამების ცოდნა: სავალდებულო (პრიორიტეტი - Excel)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნომრების წინასწარი დაჯავშნა, კლიენტთან სატელეფონო თუ პირადი კომუნიკაცია.
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, დაბინავება
** სასტუმრო შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება.
** კლიენტთა მიმოსვლის ზუსტი აღრიცხვა და კოორდინირება შესაბამის სამსახურებთან .
** კლიენტებთან დამატებითი მომსახურების გაწევა .
** საბოლოო ანგარიშსწორება, სასტუმროდან გაწერის პროცედურა.
** ანგარიშის წარმოება პასუხიმგებელ პირთან.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტილების მიღება
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
** ორგანიზებულობა
** პასუხიმგებლობის მაღალი უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** ცვლილებებისადმი მზაობა.

დამატებითი სარგებელი: კომპანია უზრუნველყოფს მომუშავე პერსონალს ტრანსპორტირებით და კვებით

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე