საგრანტო/საპროექტო კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო/საპროექტო კონკურსი
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 3 ნოე / ბოლო ვადა: 27 ნოე
თანდართული ფაილი: 157540-undp-cfp.zip
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი "გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინებისა და მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის შემუშავება" აცხადებს საგრანტო/საპროექტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციის ან ორგანიზაციების კოალიციის შერჩევის მიზნით. საგრანტო/საპროექტო წინადადება მიმართულია საქართველოს მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშის "ეროვნული გარემოებები და ინსტიტუციური მოწყობა" და "შეზღუდვები და ხარვეზები, მიღებული მხარდაჭერა და საჭიროებები" თავების შემუშავებისთვის ფასილიტაციის გაწევაზე.

საგრანტო/საპროექტო წინადადება შევსებული და წარმოდგენილი უნდა იყოს საგრანტო/საპროექტო წინადადების და შესაბამისი სტანდარტული ფორმის (იხილეთ დანართი) მოთხოვნების მიხედვით.

საგრანტო/საპროექტო წინადადება გამოგზავნილი უნდა იყოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართებზე: natia.lipartiani@undp.org და ასლი: shalva.amiredjibi@undp.org

წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 27 ნოემბერი, 15:00 (თბილისი დროით).
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე