Jobs.GE



დასახელება: ავტოგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 9 მარ

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორის (ჩამსხმელის) პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში.

გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა (ყოველ სამ დღეში ერთხელ).
ანაზღაურება: 360 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე)

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილების საწვავით გამართვა;
** კლიენტების ავტომობილების მინის წმენდა;
** მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
** სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** გაწონასწორებული, თავაზიანი;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მქონე.

რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "ავტოგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორი" და ის ქალაქი/სოფელი, სადაც გსურთ მუშაობის დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი