Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმროების ქსელი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
სასტუმროების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - სასტუმროს მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათი განხორციელება.
** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების განხორციელება.
** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან.
** მიღება - განთავსების განყოფილების სრული სამუშაო ციკლის კურირება.
** სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტების და მომსახურების შესახებ.
** შეძლებისდაგვარად სტუმრის მოთხოვნების და პრობლემების მოგვარება.
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.
** Fina-ში მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასტუმროს მიმღებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია, რუსული და სხვა ენები ჩაითვლება უპირატესად.
** ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მონდომებულ თანამშრომლებს.
** Fina-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სტრესულ გარემოში სწრაფად რეაგირების უნარი.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** 12 საათიანი მორიგეობა.
** 2 დღე მუშაობის 2 დღე დასვენების.
** პერსონალის კვება უზრუნველყოფილია.
** კონკურენტული ხელფასი და დამატებითი შემოსავალი სერვისების გაყიდვიდან.
** მეგობრული და თბილი სამუშაო გარემო.

ხელფასი: 1000 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy.passport@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "დი ეიჩ ემი"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით. თუ გსურთ შპს " დი ეიჩ ემ -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: personaldata.passporttbilisi@gmail.com ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322195196. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს " დი ეიჩ ემ" -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს დი ეიჩ ემ -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს დი ეიჩ ემ -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე