Робота для біженців з України
საწყობის სუპერვაიზერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Chemicals Coating Trading
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
"CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" დაარსდა თბილისში 2012 წელს. კომპანია თანამშრომლობს იტალიურ საერთაშორისო ბრენდებთან. სათავო ოფისი, საწყობები და საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში.

კომპანია სპეციალიზებულია შემდეგი მიმართულებებით:

** კედლების და დეკორატიული საღებავების წარმოება ქალაქ რუსთავში (იტალიელი თანამშრომლების დახმარებით და იტალიური ტექნოლოგიების გამოყენებით);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობა ხის, მეტალის და დეკორატიული ლაქ-საღებავებით;
** პროდუქციის გამოყენებისთვის საჭირო აქსესუარებით ვაჭრობა.

კანდიდატი იმუშავებს ქართველ და იტალიელ თანამშრომლებთან ერთად.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

ვაკანსია: საწყობის სუპერვაიზერი

ადგილმდებარეობა: ქალაქი რუსთავი, მაზნიაშვილის #2
სამუშაო საათები: 09:30-18:30, ორშაბათი-პარასკევი (13:00-14:00 შესვენება)
ანაზღაურება: 1200-1300 ლარი (გადასახადების ჩაუთვლელად)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების გამზადება
** მიღებული პროდუქციის დასაწყობება
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების მიწოდება კლიენტებისთვის
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება
** ნაშთების კონტროლი
** არსებული სამუშაო გარემოს მოწესრიგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ (მომიჯნავე) პოზიციაზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სასურველია (Excel, Word და ა.შ.);
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია);
** მართვის მოწმობა (აუცილებელი).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდურად მუშაობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** მეგობრული გუნდი;

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან;
** გასაუბრება კომპანიის გენერალურ დირექტორთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: accounting2@chemicalscoating.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის სუპერვაიზერი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის "CCT Chemicals Coating Trading LLC"/შ.პ.ს. "ქემიქალს ქოუთინგ თრეიდინგ" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე