Робота для біженців з України
კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოორდინატორი
მომწოდებელი: Georgian AirLink
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა

ხარვეზების / პრობლემების შესახებ მიღებული ინფორმაციის დახარისხება, ტექნიკური ჯგუფებისთვის გადანაწილება და ხარვეზების მოგვარებისთვის საჭირო პროცესების კოორდინირება

ძირითადი მოვალეობები:

** განსაზღვროს ტექნიკური ჯგუფების მუშაობის მარშრუტი და დრო.
** აკონტროლოს ტექნიკური ჯგუფი გამოცხადდა თუ არა მისამართზე და ჩაიბაროს ანგარიში, კონკრეტული პრობლემა მოგვარდა და დაიხურა ქეისი, თუ კიდევ საჭიროებს დამატებითი სამუშაოების განხორციელებას

მოთხოვნები:

** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე,
** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** ყურადღებიანი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@airlink.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე