Робота для біженців з України
ბარისტა - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: დანკინ`
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
ამერიკული რესტორნების ქსელი "Dunkin`" ეძებს ახალ თანამშრომლებს ბარისტას პოზიციაზე გორში.

სხვა ვაკანსიების სანახავად გადადით ლინკზე: https://dd.ge/job-openings/

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი და სრული
სამუშაო ადგილი: გორი სოფ. ტინისხიდი, მაგისტრალის მიმდებარედ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურება;
** ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
** სენდვიჩების, ჰოთ დოგების, ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
** პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა.

რატომ "დანქინი"?

** ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
** ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
** ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას;
** ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას
** ჩვენთან ღიმილი მთავარია
** ერთად უკეთესია და ერთად ვგულისხმობთ შენთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე
** Fitpass
** სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** საინტერესო პროექტებში მონაწილეობას

დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: career@dd.ge

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე