Робота для біженців з України
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი
მომწოდებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
შპს "აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 10:00 - დან 18:00 - მდე (დასვენების დღეები შაბათი/კვირა)
ანაზღაურება: შეთანხმების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** სტუდენტების რეგისტრაცია, მათი სასწავლო პროცესებში ორიენტირება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაციის მიწოდება. მედიცინის სკოლის სასწავლო პორტალის ადმინისტრირება.
** გამოცდების ადმინისტრირება:
** მედიცინის სკოლის გამოცდების ორგანიზება და საგამოცდო სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
** გამოცდების განრიგის ფორმირების უზრუნველყოფა;
** სტუდენტებისა და ლექტორებისთვის გამოცდებთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** საგამოცდო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ნაშრომების გამსწორებლებისთვის გადაცემისა და შესწორებული ნაშრომების ჩაბარების უზრუნველყოფა;
** სტუდენტებისთვის ნაშრომების გაცნობის უზრუნველყოფა და აპელაციის პროცესის ორგანიზება.
** ტრანსფერი სტუდენტებისთვის აღიარების დოკუმენტის პროექტების მომზადება.
** სტუდენტების სასწავლო პროცესთან დაკავშირებული განცხადებებისა მიღება.
** სტუდენტთა კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** სპორტულ და კულტურულ - შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილოება, საჭიროების შემთხვევაში
** სასწავლო პროცესების შემუშავების უზრუნველყოფა და პროცესის გამართულობის ხელშეწყობა;
** ლექტორებისა და სტუდენტების ინფორმირება უნივერსიტეტის სასწავლო სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ;
** სტუდენტური აქტივობების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში;
** უშუალო უფროსის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით;
** ინგლისური ენის სულ მცირე B2 დონეზე ცოდნა

ცოდნა და უნარები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@eastwest.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე