Робота для біженців з України
კათეტერიზაციის ლაბორატორიის გამოძახების ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კათეტერიზაციის ლაბორატორიის გამოძახების ექთანი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას კათეტერიზაციის ლაბორატორიის გამოძახების ექთნის პოზიციაზე.

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გამოძახების შემთხვევაში ოპერატიულად მოსვლა კლინიკაში;
** ოპერატორების დახმარება სახარჯი მასალების სტერილურად გახსნაში;
** საპროცედურო გარემოს მომზადება პროცედურისთვის (კარდიო და ნეირო ინტერვენცია);
** უშუალო მენეჯერის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

სამუშაო დრო: ყოველ მეორე კვირას გამოძახებები (თვის ჭრილში საშუალოდ 10 გამოძახება)
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, კონსტანტინე ჩაჩავას N1
ანაზღაურება: 350 ლარი (ნეტი) + გამომუშავებით (თითო გამოძახება 40ლარი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სამედიცინო მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:

** ყურადღება დეტალების მიმართ;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობა;
** ოპერატიულობა;
** გუნდურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე hr@vivomedical.ge, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კათეტერიზაციის ლაბორატორიის გამოძახების ექთანი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე 568 69 73 54

გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე