Робота для біженців з України
დიასახლისი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Green Palace Kutaisi
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე!

სასტუმრო "Green Palace Kutaisi" მდებარეობს ძველი ქუთაისის შუაგულში, რომელიც წარმოდგენილია 26 სტანდარტული და 4 პრემიუმ კლასის ნომრით, ბარ-რესტორანითა და ღია ტერასით.

მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვაჟა-ფშაველა, N5-7.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი".
სამუშაო დრო: სტანდარტული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრებისა და შიდა სივრცეების დალაგება-დასუფთავება;
დასუფთავებასთან დაკავშირებული დაგეგმილი დავალებების შესრულება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ჩაბარებული და სასტუმროში არსებული ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** ჩაბარებული აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა;
** სასტუმროს თეთრეულის აღრიცხვა, სამრეცხაოში გაგზავნა-მიღება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და დახმარების გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დიასახლისი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში გამოცდილებას;
** სასტუმროს ბიზნესისა და მისი სპეციფიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: greenpalacekutaisi@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595571766/599713227.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

სასტუმრო "გრინ პალასი ქუთაისი" გისურვებთ წარმატებას
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე