Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 29 იან / ბოლო ვადა: 1 მარ

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ მანდილოსნებს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 450 ლარი + ბონუსები
ასაკი: 21 წლიდან

მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; (უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც მუშაობის გამოცდილება აქვთ პარფიუმერიის ან ტანსაცმლის მაღაზიაში)

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: HR@navne.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "ნავნე"
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი