Робота для біженців з України
წიბოს დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წიბოს დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"ლაზიერი" აცხადებს ვაკანსიას წიბოს დანადგარის ოპერატორის თანამდებობაზე.

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://3053324e-fb3d-48d1-90dd-8251b7a4266d.filesusr.com/ugd/0dc4eb_2122a94242734eb3a0021c4cc27e133c.pdf?index=true

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს დროულად და ტექნოლოგიური სქემის მიხედვით მასალის დაწიბოება;
** გააკონტროლოს და უზრუნველყოს, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მათი შესაბამისობა ტექნოლოგიურ პროცესებთან, ინსტრუქციებთან და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.

კვალიფიკაცია: წიბოს დანადგარის ოპერატორად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქართა 12
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fit Pass ბარათს.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com ან დაგვიკავშირდეთ: 577 142 321;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

"ლაზიერი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე