Робота для біженців з України
ოპერატორი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: კოკა-კოლა კახეთი
გამოქვეყნდა: 04 მაისი / ბოლო ვადა: 04 ივნისი
შპს "კოკა-კოლა კახეთი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თელავი

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო ზედნადებების შექმნა;
** რეალიზებული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** დღის დახურვის სამუშაოების შესრულება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი პროცესების რაპორტების, შეკვეთების, შედგენა, ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, Excel-ის ცოდნა სავალდებულო;
** სასურველია FMG პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღე; 10:00-18:00 სთ

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ngogiashvili@hotmail.com და bsharvashidze1972@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე