Робота для біженців з України
დემი შეფი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო Grand Gloria
გამოქვეყნდა: 03 მაისი / ბოლო ვადა: 03 ივნისი
სასტუმრო "გრანდ გლორია" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.

"გრანდ გლორია" გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს.

https://grandgloria.ge/georgian/home
https://www.facebook.com/GrandGloriaHotel
https://www.instagram.com/thegrandgloriahotel/

2021 წელს იგი დასახელდა ბათუმის საუკეთესო ზღვისპირა 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ Global Tourism Awards-ის მიერ.

მიმდინარე 2023 წელს ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე Welcome to Georgia! National Tourism Awards სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში -" საქართველოს წამყვანი მდიდრული სასტუმრო 2023 ".

ასევე, მიმდინარე 2023 წელს World Travel Award-ის დაჯილდოებაზე სასტუმრო გრანდ გლორია გახდა გამარჯვებული კატეგორიაში "საქართველოს წამყვანი სასტუმრო 2023: საპრეზიდენტო ლუქსი".

სასტუმრო უკვე 5 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ჩვენი გუნდი აერთიანებს 150-მდე პროფესიონალს.

მდებარეობა: ბათუმი, შ. ხიმშიაშვილი 22
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
ელფოსტა: hr@grandgloria.ge

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** კორპორატიულ ფასდაკლებას სასტუმროს სერვისზე და პროდუქციაზე;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

მოვალეობები:

** უზრუნველყოს ყველა საკვები პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობა;
** პასუხისმგებელია ყველა სექციის სისუფთავესა და ჰიგიენაზე;
** გააკონტროლოს პროდუქტების მარაგი და მათი ბრუნვა სამზარეულოებს შორის;
** აცნობოს ნებისმიერი მოწყობილობის დეფექტის შესახებ სუ შეფს ან აღმასრულებელ შეფს;
** ყოველდღიურად შეამოწმოს რესტორნის რეზერვაციები მომდევნო ორი დღის ჩათვლით;
** შეასრულოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ვალდებულება დავალების ან საჭიროებისამებრ;
** შეასრულოს აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დაკისრებული სხვა ვალდებულებები.

მოთხოვნები:

** სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია განათლება კულინარიული განხრით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr@grandgloria.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე