Робота для біженців з України
სტაჟიორი ბუღალტერიის სამსახურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ბუღალტერიის სამსახურში
მომწოდებელი: ჩემი სახლი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
შპს "ჩემი სახლი" აერთიანებს ავეჯის და დეკორის მიმართულებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა "ლაბორატორია ჩემი სახლი", "Naterial", "კარე", "Mobler Home", "Sleep&Bed", "Black Red White", "Salon by Laboratory", ონლაინ მაღაზია ICRHOME

შპს "ჩემი სახლი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საბოლოო დასაქმების პერსპექტივით ავეჯის პროექტის მიმართულებით ბუღალტერიის განყოფილებაში.

სტაჟირების ვადა 6 თვემდე, დამოკიდებულია კანდიდატის უნარებსა და შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების შესწავლაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
განაკვეთი სრული: გრაფიკის შეთავსება შესაძლებელია გამოცდებთან და ლექცია/სემინარებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ ან სწავლობენ ACCA-ის პირველ დონეზე.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ მისამართზე: vacancymyhome@icr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სტაჟირება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე