Робота для біженців з України
ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს ასისტენტ-პროფესორისა (6 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტის (6 ვაკანტური ადგილი) აკადემიურ თანამდებობებზე შემდეგი მიმართულებებით:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა

მიმართულებები:

** რეგულირების გავლენის ანალიზი - 1 ვაკანტური ადგილი
** გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მართვა - 2 ვაკანტური ადგილი
** საჯარო მმართველობა - 1 ვაკანტური ადგილი
** ეკონომიკა - 1 ვაკანტური ადგილი
** პოლიტიკური მეცნიერებები - 1 ვაკანტური ადგილი

ასისტენტის აკადემიური თანამდებობა

მიმართულებები:

** საჯარო მმართველობა - 2 ვაკანტური ადგილი
** გარემოსდაცვითი პოლიტიკა და მართვა - 3 ვაკანტური ადგილი
** პოლიტიკური მეცნიერებები - 1 ვაკანტური ადგილი

თითოეული თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასისტენტ-პროფესორი:

** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ასისტენტი:

** დოქტორანტი შესაბამის დისციპლინაში;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი)
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

კონკურსის ჩატარების ვადები:

** საბუთების მიღება: 2024 წლის 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით;
** კანდიდატებთან გასაუბრება: 4-7 ივნისი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@gipa.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე