Робота для біженців з України
საოპერაციო დირექტორის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას "ნიკორა სუპერმარკეტის" საოპერაციო დირექტორის მოადგილის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოპერაციო პროცესების ანალიზი და არსებული პროცესების ოპტიმიზაცია;
** სავაჭრო ობიექტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათი შესრულების ზედამხედველობა;
** სავაჭრო ობიექტებისთვის რეალიზაციის გეგმის განსაზღვრა და შემუშავებული გეგმების შესრულების კონტროლი;
** საოპერაციო შედეგების ყოველდღიური/ყოველთვიური/ ყოველკვარტალური ანალიზი;
** საოპერაციო დეპარტამენტის თანამშრომლების მოტივაციის სისტემების ანალიზი და სიახლეების დანერგვა შესაბამის გუნდთან ერთად;
** ბაზრის მუდმივი ანალიზი და საპასუხო სტრატეგიების დასახვა;
** საოპერაციო რისკების ანალიზი და მართვა;
** მიმდინარე პროექტების დროულად და ეფექტურად დასრულების უზრუნველყოფა;
** წლიური ბიუჯეტის მომზადებაში ჩართულობა;
** საოპერაციო ხარჯების კონტროლი;
** ახალი სავაჭრო ობიექტების გახსნის პროცესის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ოპერაციების მენეჯმენტის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას რითეილის მიმართულებით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პროაქტიულობა და ინიციატივიანობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ნიკორა სუპერმარკეტის" საოპერაციო დირექტორის მოადგილე".

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე