Jobs.GE



დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, ქუთაისი
მომწოდებელი: აბდი იბრაჰიმ ფარმაცეუტიკალსი
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 28 იან

ფარმაცევტული კომპანია "აბდი იბრაჰიმი" აცხადებს კონკურსს სამედიცინო წარმომადგენლების ვაკანსიაზე, სრული სამუშაო დღის განაკვეთზე, თბილისსა და ქუთაისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** სასურველია სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ასაკი: 22-35 წელი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქართულ და ინგლისურ ენოვანი CV (ავტობიოგრაფია) და ფოტოსურათი, შემდეგ მისამართზე: abdiibrahim.georgia@yahoo.com არაუგვიანეს 2018 წლის 28 იანვრისა. გთხოვთ, მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურში, თუ რომელი რეგიონის ვაკანსიაზე შემოგაქვთ აპლიკაცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია "აბდი იბრაჰიმი" განიხილავს მხოლოდ სრულყოფილ დოკუმენტაციას.

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე. მხოლოდ კანდიდატთა გარკვეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.

კომპანიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.abdiibrahim.com.tr



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი