პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 24 თებ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** მონაწილეობა მიიღოს სამომავლო პროექტის კალკულაციაში სხვა დაკავშირებულ თანამშრომლებთან ერთად.
** აწარმოოს როგორც არსებულ ასევე პოტენციურ დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია.
** ზედმიწევნით შეისწავლოს მასზე ჩაბარებული პროექტის სპეციფიკა/დეტალები (მასალები, ტექნიკა, საჭირო ხელსაწყოები, მუშახელი, ვადები, დაბრკოლებები, ა.შ.).
** უზრუნველყოს იურიდული დოკუმენტების გაფორმება (კონტრაქტი, შეთანხმება, ა.შ.), სხვა დაკავშირებულ თანამშრომლებთან ერთად.
** მშენებლობის დაწყებამდე მშენებელთან ერთად შეიმუშავოს ლოგისტიკური გეგმა
** მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე პროექტის შუალედური შესრულებების კალკულაციაში და ფორმა 2-ს მომზადებაში.
** მონაწილეობა მიიღოს დასრულებული პროექტის საბოლოო შესრულების კალკულაციაში და ფორმა 2-ს მომზადებაში.
** გაუწიოს ორგანიზება შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარებების და ფორმა 2-ების გაფორმებას (ხელმოწერას) როგორც დამკვეთის ასევე კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მხრიდან.
** გაუწიოს ორგანიზება და უზრუნველყოს ყველა საჭირო ღონისძიება პროექტის პროექტირებისათვის, პროექტანტთან კოორდინირებით ☺.
** გაუწიოს ორგანიზება და უზრუნველყოს მშენებლობის დასაწყებად ნებართვების მოძიება სხვადასხვა საჭირო ინსტანციებიდან (მერია, GWP, თელასი, სილქნეტი, ა.შ.). აღნიშნული ასევე მოიაზრებს ამავე ინსტანციების შესაბამისი უფლებამოსილი პირების ობიექტზე მიყვანის ორგანიზებას.
** გაუწიოს ორგანიზება და უზრუნველყოს დასრულებული პროექტის შესაბამის ინსტანციებში ჩაბარება/ექსპლუატაციაში გადაცემას.
** პერიოდულად განახორციელოს ობიექტზე ვიზიტი კონტროლის/მონიტორინგის მიზნით.
** აწარმოოს მუშახელის აღრიცხვა (რაოდენობა, ნამუშევარი დღეები) და დარწმუნდეს პროექტის სპეციფიკასთან შესაბამისობაში, შესაბამის დაკავშირებულ თანამშრომლებთან ერთად.
** აწარმოოს ტექნიკის აღრიცხვა (რაოდენობა, ნამუშევარი დღეები) და დარწმუნდეს პროექტის სპეციფიკასთან შესაბამისობაში სხვა დაკავშირებულ თანამშრომლებთან ერთად.
** აწარმოოს პროექტის მიმდინარე ხარჯების კონტროლი და დარწმუნდეს პროექტის სპეციფიკასთან შესაბამისობაში.
** აკონტროლოს პროექტის მიმდინარეობა შუალედურ და საბოლოო ვადებთან მიმართებაში.
** აკონტროლოს ხელსაწყოების, მანიშნებლების და სხვა დამხმარე მასალების გამოყენება და უსაფრთხოდ შენახვა, სხვა დაკავშირებულ თანამშრომლებთან ერთად.
** აწარმოოს ობიექტის იერსახის კონტროლი შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად (ობიექტის შემოფარგვლა, აბრა, მანიშნებლები, ორგანიზებულობა/დალაგებულობა).
** აწარმოოს მუშების იერსახის კონტროლი შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად (ჩაფხუტი, ჟილეტი, ფეხსაცმელი, სისუფთავე).
** ობიექტზე აწარმოოს უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად.
** პროექტის დასრულების შემდეგ, უზრუნველყოს დარჩენილი მასალების, ხელსაწყოების, მანიშნებლების და სხვა დამხმარე მასალების უსაფრთხოდ დასაწყობების ორგანიზება, სხვა დაკავშირებულ თანამშრომლებთან ერთად.
** აწარმოოს რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან შემუშავებული ფორმებით, როგორც ხელმძღვანელობის ერთჯერადი მოთხოვნის საფუძველზე, ასევე წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასურველია იყოს მდედრობითი სქესის წარმომადგენელი 35-40 წლამდე.

ანაზღაურება განიხილება უშუალოდ გასაუბრების დროს.

ტელ: 599 12 00 92.
ელფოსტა: Juli.ch@adksolutions.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე