კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 14 თებ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საერთო სტრატეგიიდან გამომდინარე, კომერციული მიმართულების მიზნების, სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების მენეჯმენტი;
** პროდუქტების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოვების, გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევისა და შეფასების პროცესების კოორდინირება; ფასების ანალიტიკისა და ოპტიმიზაციის პროცესების ხელმძღვანელობა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვის ხელმძღვანელობა;
** აქციების, ფასდაკლებების ან ფასთა ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
** დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში);
** დამატებითი საკვალიფიკაციო ტრენინგები (გაყიდვების, პროექტის მართვის, და საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე);
** გაყიდვების/შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო (რუსული, ინგლისური) ენების ფლობა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ბაზრის კვლევის მეთოდებისა და ანალიზის ცოდნა;
** ფინანსური დაგეგმარების ძირითადი პრინციპების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** პროექტის მართვის უნარი;
** დელეგირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დამაჯერებელი საუბრის მანერა; მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომერციული აზროვნების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე vacancy@qebuli.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე