საოპერაციო რისკების მართვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საოპერაციო რისკების მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 14 იან / ბოლო ვადა: 28 იან
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით არსებული პროცესების შესწავლა და გაანალიზება საოპერაციო რისკების შეფასების მიზნით;
** ბიზნეს პროცესების საკონტროლო გარემოს შეფასება, გაანალიზება და დახვეწა;
** ბიზნეს პროცესებისთვის შესაბამისი საოპერაციო პროცედურების შემუშავება/გაწერა და პერიოდული განახლება;
** თაღლითობის რისკების მართვის მეთოდების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** წვდომის უფლებების მართვა და მონიტორინგი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, მენეჯმენტის ან აუდიტის მიმართულებით);
** სასურველია ხარისხის მართვის, პროცესების აღწერის, აუდიტის ან ოპერაციების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის MS Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად წერის უნარი;
** ინფორმაციის მოძიების და დამუშავების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** ტესტირება: MS Excel-ის ცოდნის დონის შემოწმება და შემთხვევის ანალიზი;
** გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2019 წლის 28 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "საოპერაციო რისკების მართვის ოფიცერი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე