კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 7 დეკ / ბოლო ვადა: 7 იან
შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 50 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** ვიზიტები პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** პროდუქტის პრეზენტაცია;
** გაყიდვების გაზრდა და გეგმის შესრულება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
** ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ ზრდაზე, სრულყოფაზე;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** MS Office პროგრამების ცოდნა.
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი
** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი.
** ენერგიული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული
** დეტალებზე დაკვირვებული;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@domino.com.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 7 იანვარი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე