გენერალური დირექტორის პერსონალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გენერალური დირექტორის პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: Mindstream Headhunting & Recruitment
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 27 სექ
დასაქმების სააგენტო "Mindstream Headhunting & Recruitment"-ი აცხადებს ვაკანსიას კომპანიის გენერალური დირექტორისთვის პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ბიზნეს კორესპონდენციის მართვა;
** შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების ოქმების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში თარგმანის შესრულება (როგორც წერილობით, ისე ზეპირად);
** გენერალური დირექტორის დღიურის მართვა;
** გენერალური დირექტორის სამოგზაურო საკითხების ორგანიზება და მოგვარება;
** კომპანიის სტუმრების დახვედრა და მიღება;
** საოფისე საშუალებების მარაგების კონტროლი;
** გენერალური დირექტორის სხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** გამართულად წერისა და ვერბალიზაციის უნარი, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** დროის მართვის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისური ენის ცოდნა (Advanced Level) - შემოწმდება ტესტირებით;
** რუსული ენის ცოდნა - გამართული კომუნიკაციის დონეზე - შემოწმდება ტესტირებით.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** მოწესრიგებულობა/ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარები;
** მაღალ სამუშაო ტემპში მუშაობის უნარი;
** არაკონფლიქტურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: cv@mindstream.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "პერსონალური ასისტენტი" (ლათინური შრიფტით), წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება 2018 წლის 27 სექტემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე