უმცროსი ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 5 სექ / ბოლო ვადა: 26 სექ
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაწილეობის მიღება ანალიტიკური ინსტრუმენტების დანერგვაში და მათ მართვაში;
** მონაწილეობა სამოტივაციო სქემების დათვლაში;
** ბაზრის ანალიზი;
** კომპანიის მომგებიანობის დათვლა პროდუქტებისა და არხების ჭრილში;
** სხვა დავალებები მოთხოვნების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტს)
** სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში მსგავსი მიმართულებით;
** ექსელის ძალიან კარგად ცოდნა;
** უპირატესობა ენიჭება პროგრამირების საფუძვლების ცოდნას;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი ანალიტიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე