აღმასრულებელი დირექტორი/CEO
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი/CEO
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 აგვ / ბოლო ვადა: 13 სექ
ჩვენი კომპანია მრავალი წელია, ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიმართულებით, აქვს სტაბილური პოზიცია ბაზარზე და გეგმავს სამომავლო აგრესიულ ზრდას. ვაკანსია ცხადდება ტოპ მენეჯერის თანამდებობაზე, რომელიც გაუძღვება კომპანიას და მის სტრატეგიულ განვითარებას.

თანამდებობა: აღმასრულებელი დირექტორი/CEO

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** კომპანიის მართვა
** განვითარების სტრატეგიის ფორმირება და განხორციელება
** მარკეტინგული სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის ეფექტურობის კონტროლი და ზრდა
** ბიუჯეტის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი
** კომპანიის ფინანსური მონიტორინგი
** კომუნიკაცია პარტნიორებთან, სხვადასხვა ქვეყნებში
** რეპორტინგი კომპანიის ბენეფიციარებთან.

მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** სასურველია მარკეტინგული და/ან ფინანსების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
** სიტუაციის ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** კრეატიულობა, ამბიციურობა და მიზანდასახულობა
** სასურველია გამოცდილება ელექტრონული კომერციის ან/და ლოგისტიკის მიმართულებით
** სასურველია გამოცდილება სოციალური მედია მარკეტინგისა და SEO/Google Ads-ის მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (Intermediate).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით), ელექტრონულ მისამართზე: joseph.kante@gmail.com

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე