ფინანსური მენეჯერი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური მენეჯერი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ბიდიო ეიჩარ ენდ ფეიროლ
გამოქვეყნდა: 13 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
"ბიდიო ეიჩარ ენდ ფეიროლი", ადამიანური რესურსებისა და სახელფასო ადმინისტრირების მომსახურების კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, საერთაშორისო აგრო-ბიზნესის სფეროში მომუშავე კომპანიისთვის.

ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი

ძირითადი მოვალეობები/პასუხისმგებლობები:

** საფინანსო განყოფილებისა და ფილიალის მართვა და ხელმძღვანელობა
** კვალიფიციური პერსონალის მოზიდვა, შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ბუღალტერიასა და ფინანსურ სფეროში
** ანგარიშების წარმოება და ყოველთვიური და ყოველწლიური ფინანსური რეპორტების მომზადება ადგილობრივი საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად
** ყოველთვიური CFO და ფინანსური რეპორტების მომზადება, ანალიზი და ახსნა-განმარტება შემოსავლებს შორის სხვაობის შესახებ
** ფაქტობრივი და დაგეგმილი კაპიტალური ხარჯების მონიტორინგი
** შიდა და გარე აუდიტორებთან კოორდინირება აუდიტის ფარგლებთან დაკავშირებით, პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება და მოგვარება

კვალიფიკაცია, ცოდნა/უნარები/შესაძლებლობები:

** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ფინანსური აღრიცხვის სფეროში
** ადგილობრივი აღრიცხვისა და დაბეგვრის სისტემის საფუძვლიანი ცოდნა
** მეწარმეობის უნარი
** ლიდერობა, გუნდურობა და გამჭვირვალობა
** ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი უნარები
** გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის რეპორტინგში
** პროექტის განხორციელებისა და მართვის უნარი, ცოდნა
** მზაობა სამუშაო ადგილის შესაცვლელად და საქმიანობის გასაგრძელებლად ქალაქ ზუგდიდში

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: akirakosyan@bdo.ge 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

გასაუბრებისათვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობოდ დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე