კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ინჟინერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
"UGT" ლიდერი IT კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ინჟინერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა მწარმოებლის პრინტერების (ლაზერული, ჭავლური), პლოტერების არასაგარანტიო მომსახურების გაწევა - ტექნიკური დათვალიერება და გაწმენდა, დიაგნოსტირება, დაზიანების იდენტიფიცირება, დაზიანებული ნაწილის გამოცვლა-შეკეთება;
** სხვადასხვა მწარმოებლის კომპიუტერული ტექნიკის (ნოუთბუქი, დესკტოპი, მონიტორი, პლანშეტები) არასაგარანტიო მომსახურების გაწევა - პროფილაქტიკური მომსახურება, დიაგნოსტირება, დაზიანების იდენტიფიცირება, დაზიანებული ნაწილის გამოცვლა-შეკეთება, BIOS-ის გაახლება, სისტემის დაყენება;
** სხვადასხვა მწარმოებლის უწყვეტი კვების ბლოკების ტექნიკური დათვალიერება, დიაგნოსტირება, დაზიანების იდენტიფიცირება, დაზიანებული ნაწილის გამოცვლა-შეკეთება;
** სხვადასხვა ბრენდის (Canon, Epson, Xerox და სხვა ) პრინტერების, სკანერების, პლოტერების, უწყვეტი კვების წყაროს, კომპიუტერული ტექნიკის კომპონენტების შესწავლა შემდგომი მხარდაჭერის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია ელექტრობის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ ფოსტაზე: vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ინჟინერი".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 01.06.2018.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე